კახა კალაძემ ახალი ავტობუსით მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე ეურო 6 ემისიის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები N34 მარშრუტის მგზავრებს დღეიდან მოემსახურება. წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე მოძრავი 12 ძველი „ბოგდანი“ ახალი, მწვანე ფერის ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩანაცვლდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ N34 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსით, წყნეთის მიმართულებით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა.

დედაქალაქის მერის, კახა კალძის განცხადებით, ახალი მწვანე ავტობუსები, ძირითადად გარეუბნებში განაწილდა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის მერია მოწოდებულია, რომ ძველი, ყვითელი ავტობუსები, ახალი ავტობუსებით მთლიანად ჩანაცვლდეს.

„გუშინ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ შეკვეთილი 220 ერთეული ავტობუსიდან 60 ერთეული, რომელიც დამზადდა ჩვენთვის და ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე ყველა იქნება მოწოდებული. ეს ავტობუსები დღეს უკვე სხვადასხვა ხაზებზე გავიდნენ და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. ავტობუსები ძირითადად გარეუბნებში გადანაწილდა.

ჩვენი ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და რაც ყველაზე მეტად მახარებს, მგზავრები ძალიან კმაყოფილები, ბედნიერები არიან. რა თქმა უნდა, ყველას სიამოვნებს ახალი, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა. ვულოცავ ყველას“, - განაცხადა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტის შემდეგ, ახალი ავტობუსები, რამდენიმე დღის ინტერვალით, უკვე შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა