გიგა ბოკერია - ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხაზარაძის საქმეს ივანიშვილის დაკვეთით პოლიტიკურ დევნად აფასებს

მეც და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ხაზარაძის საქმეს, ივანიშვილის დაკვეთით პოლიტიკურ დევნად აფასებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას თქმით, საქმე პოლიტიკურია და აღნიშნულს „დიდი გამოძიება“ არ სჭირდება.

ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებები ყველა ნაბიჯს უსწრებდა წინ, რაც შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებმა გადადგეს. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის და ხალხის მტრად გამოაცხადა ხაზარაძე და მისი ბანკი, ამას მოჰყვა პროკურატურის მხრიდან სამარცხვინო საქციელი, მათი რეპუტაციის დაზიანება და ყველაფრის წინასწარ “გაბაზრება” , ვიდრე ბრალს წაუყენებდნენ”, - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. ავთანდილ წერეთელს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა