ზაზა თავაძე  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თავად მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა.

„რომ მოხდეს სასწაული და ვერ გახვედით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ისევ საკონსიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას მიუბრუნდებით“, - ამ კითხვით მიმართა სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, რაზეც ზაზა თავაძემ ასე უპასუხა - „პირდაპირ გეტყვით, არა“.

შეგახსენებთ, რომ ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს რიგით მე-9 კანდიდატია, რომლის მოსმენაც პარლამენტში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო