გიორგი გახარია „შრომის კოდექსში“ ცვლილებებზე - არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას

არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

„შრომის კოდექსზე“ დღეს აქ ბიზნესის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. „შრომის კოდექსში“ ცვლილებები, რომელზეც ვსაუბრობთ არის მხოლოდ პროექტი, ამ პროექტს ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია. არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადდა "საქართველოს შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პაკეტი,რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა