სალომე სამადაშვილი - დავით გარეჯის საკითხს ყველაზე მეტი ზიანი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიაყენა

აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია საკუთარ რიგებში მოიკითხოს, ვინ არის დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემის შექმნაში პასუხისმგებელი, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას დავით გარეჯთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილი პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.

"სახელმწიფო ინტერესებს რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მთავარი ზიანი ამ საქმეს მიაყენა "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. ასე რომ, თუ ვინმესთან აქვს პრეტენზიები აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეუძლია საკუთარ პოლიტიკურ რიგებში მოიკითხოს, ვინ არის პასუხისმგებელი. გარდა ამისა, მრავალი წლის მანძილზე ეს პრობლემა უგულებელყოფილია სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ და ამის შედეგებიც მოვიმკეთ ჩვენ ბოლო პერიოდში.

მე მივესალმები, რომ ეს საკითხი გადაიჭრას რაც შეიძლება კონსტრუქციულად, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრობლემის შექმნაში ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ხელდასმულია პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილის მიერ," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალიდან დავით გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება. პრემიერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფსევდოპატრიოტული გამონათქვამები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს ამ მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო