ერდოღანი - თუ ევროპა გააგრძელებს სირიაში ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციისადმი საერთაშორისო კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპერაციის ფარგლებში, სირიის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნება. „ისინი პატიოსნად არ იქცევიან, მხოლოდ სიტყვებს ისვრიან“,-განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ევროპული ქვეყნები კვლავ განაგრძობენ ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს.

„ჩვენ გავხსნით კარს და 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს თქვენსკენ გამოვუშვებთ,“-აცხადებს ერდოღანი.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. თურქეთის ქმედება ევროპელმა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო