ირანი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

ირანი თურქეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში და საკუთარი ჯარი ქვეყნიდან გაიყვანოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თეირანი შეშფოთებულია „კონფლიქტის ზონაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციითა და იმ საფრთხეებით, რაც მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება.“

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და თურქული ჯარის სირიის ტერიტორიიდან გაყვანის აუცილებლობას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთმა საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის მიზნით ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო