ნიკა მელია - მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, თორემ სინამდვილეში, შიგნით "ქართული ოცნების" მაისური აცვია - თუკი ვინმეს ეწყინა, ცივი წყალი დალიოს

ეს ადამიანი მოსამართლე არ არის. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულმა ნიკა მელიამ მოსამართლე გიორგი კერატიშვილი მას შემდეგ რაც ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მისი აღკვეთის ღონისძიებაზე შესაბამის დროში ემსჯელა, რომელიც "სამაჯურის მოხსნა-არ მოხსნას" ეხებოდა. როგორც მელია განმარტავს, მან არ იცის მოსამართლემ რა ჩათვალა შეურაცხმყოფელად იმ სიტყვებიდან, რითიც მოსამართლე გიორგი კერატიშვილს მიმართა.

„დარბაზიდან გამოსვლისას მე მას ვუთხარი, რომ ხალხო, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ, სანამ ჩვენ სიმართლეზე საუბარს არ შევეჩვევით, ერთმანეთისთვის სიმართლის თქმას, არაფერი გვეშველება. ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია "ქართული ოცნების" მაისური. აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ამის ნათელი დადასტურერებაა მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც მოდიან „ზონდერ მოსამართლეები“ და ბიძინა ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს. ერთ-ერთი ასეთი ბატონი ეს ადამიანი გახლავთ. არ გაითვალისწინა შუამდგომლობა, რომ სამაჯურის მოხსნა- არმოხსნის საკითხი დროზე განეხილა“, - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ამ ადამიანს მოსამართლედ ვერ აღიქვამს.

„ეს ადამიანი მოსამართლე არ არის. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. დიახ, ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და მით უფრო, როგორც პოლიტიკოსის პოზიცია. ამაზე აზრს ვერავინ შემაცვლევინებს და ვერავინ მაიძულებს პატივი ვცე ამ ადამიანებს. ეს არ არის სასამართლო. შესაბამისად, შეუძლებელია დღეს სასამართლოს ვცე პატივი. ეს არის ხალხი, ვინც დაგიჭერს, თუკი დაავალებ, ეს არის ხალხი, ვინც გაგათავისუფლებს, თუკი დაავალებენ. ამიტომ თუკი ვინმეს ეწყინა ცივი წყალი დალიოს", - განაცხადა ნიკა მელია

მას შემდეგ რაც მოსამართლემ ბრალდებული ნიკა მელია სხდომის დარბაზიდან გააძევა, პროცესი გაგრძელდა. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა