ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ისე წავა, როგორც წინასწარაა გაწერილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით "ყველაფერი ისე წავა, როგორც წინასწარაა გაწერილი".

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პროცესს დავესწრებით თუ არა ჩვენ და დაესწრება, თუ არა ნიკა მელია. ყველა კარგად ვხედავთ, რომ ამ პროცესების სცენარი წინასწარაა გაწერილი და ამ სცენარს მოსამართლე, უბრალოდ, მიყვება. როგორ წარმოგიდგენიათ, მოსამართლე, რომელმაც ამ აბსურდულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელიასთვის ხელზე სამაჯური დაედო, იმ მოსამართლისგან ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს?! ეს ხომ აბსურდია? ყველაფერი ისე წავა, როგორც წინასწარაა გაწერილი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ბრლადებული დეპუტატი ნიკა მელია მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სასამართლო სხდომის დარბაზიდან გააძევა. წინასასამართლო სხდომაზე, სადაც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, ბრალდებულმა მიმართა მოსამართლეს, გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და შესაბამის დროში ემსჯელა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოეხსნებოდა თუ არა მას ელექტრონული სამაჯური. ამასთან, მელიამ მოსამართლეს რეპლიკებით მიმართა, რასაც მასსა და მოსამართლეს შორის შეკამათება მოჰყვა. ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ "ჩაქუჩი დაურტყას ჩინაჩალაძეს, მურუსიძეს და თადუმაძეს", თავის მხრივ კი, მოსამართლემ მელიას დარბაზი დაატოვებინა.

შეგახსენებთ, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური უკეთია. ამასთან, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე გადადგილების უფლება არ აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა