ქეთევან ციხელაშვილი რიგაში პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს’’ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ლატვიის სეიმის წევრებთან, საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან. გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც უკავშირდება მიმდინარე ოკუპაციისა და გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში არსებულ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს. ძალიან დიდი დაინტერესებაა, რა თქმა უნდა, რადგან ლატვია არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, მტკიცე მხარდამჭერი. ლატვია ძალიან გვგულშემატკივრობს და გვეხმარება, რომ დავძლიოთ ეს პრობლემები. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილე ჰუმანიტარულ საკითხებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ვისაუბრეთ ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე და საბოლოო ჯამში მთავარი გზავნილი ის გახლავთ, რომ ლატვია მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს საქართველოს ძალიან მყარ მხარდაჭერას. აქ ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში ყველაზე კარგად ესმით რუსული საფრთხის ქვეშ ცხოვრება იმიტომ, რომ ჩვენ საერთო გვაქვს ისტორიის ის სამწუხარო ფურცლები, რომლებიც საბჭოთა წარსულს უკავშირდება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნების ხანგრძლივი ისტორიისთვის ყველაზე კარგი პერიოდი, მოგეხსენებათ. მათ კარგად ესმით ჩვენი წუხილი, მათ კარგად ესმით იმ ადამიანების წუხილი, რომლებიც კონფლიქტს ყოველდღე განიცდიან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა მათი მხარდაჭერა. როგორც პოლიტიკური და ასევე სხვა პრაქტიკული თვალსაზრისით“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ლატვიის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აგრეთვე, გამოთქვეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების შეუფერხებლად განხორციელებას.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა