რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მედიასაშუალებებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების გეგმას, რომელიც „ფეიქ ნიუსის“ წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების გეგმას, რომელიც „ფეიქ ნიუსის“ წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

შეთანხმება ახალი ამბების გაზიარებასა და ფეიქ ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს.

„ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას და ამგვარ ფეიქ ნიუსებს უნდა ვებრძოლოთ“, - განუცხადა ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს დირექტორმა კიმ ჩენ გუანგმა „ტასს“.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსული მედია „სამართლიანად და ობიექტურად აშუქებს ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი პირების პრინციპულ პოზიციებს ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე უთანხმოების შესახებ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა