თამარ ჩუგოშვილი - პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პირველი შედეგი ჩანს და მისასალმებელია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტის პირველი შედეგი ჩანს და მისასალმებელია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერის შეხვედრამ კონკრეტული შედეგი მოიტანა.

„მუშაობა არის გასაგრძელებელი. 25 წელია ჩვენ დემარკაციის პრობლემა გვაქვს და ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში მისი მოგვარება ვერ მოხდა, ამიტომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 ოქტომბერს პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო