ანრი ოხანაშვილი მელიას განცხადებაზე - სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონდარღვევაა და მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონმდებლობის დარღვევაა და მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, გააჩნია ნიკა მელია როგორ მოიქცევა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც ის ელექტრონული სამაჯურის თაობაზე დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ოხანაშვილმა ნიკა მელიას სასამართლო დარბაზიდან გაძევების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ შესაბამისი საფუძვლები არსებობს, აღნიშნულს კანონმდებლობა ითვალისწინებს.

“იმ შემთხვევაში , თუკი კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილები, არსებობს, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე სხვა სახის პასუხისმგებლობა, ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული იმაზე დამოკიდებულებით, რას მოიმოქმედებს კონკრეტული პირი”, - აცხადებს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ ის აღარ აპირებს სახლში ჯდომას და ბრძოლას გეგმავს.

“სამაჯურს მომხსნიან თუ არ მომხსნიან, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას”, -აცხადებს მელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო