12 ოქტომბერს ახალი ბრენდის „პრინცი იოანე ბაგრატიონის“ წარდგენა გაიმართება

საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი იოანე ბაგრატიონი სამეფო ღვინის ახალ ბრენდს „პრინცი იოანე ბაგრატიონს“ წარადგენს. ცერემონია 12 ოქტომბერს, 17.00 საათზე, კახეთში, მეღვინეობა შილდაში გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „პრინცი იოანე ბაგრატიონის“ სხვადასხვა სახის ღვინო.

„დახვეწილი, წარსულის ინოვაციური ხედვით შთაგონებული “პრინცი იოანე ბაგრატიონის” პრემიუმ კლასის ღვინო მემკვიდრეობის სიყვარულისა და წმინდა ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოდ შეიქმნა“ , - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრინცი იოანე ბაგრატიონის მთავარი მიზანი პრემიუმკლასის ღვინის შექმნით ქვეყანაში ღვინის წარმოების გამდიდრება და საკუთარი წვლილის შეტანა ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან კულტურაში.

„საგულისხმოა, რომ საქართველოში მეღვინეობა 8 000 წლის წინ დაიწყო, რამაც UNESCO-ს მიერ საქართველოს ღვინის აკვნად აღიარება განაპირობა. ბაგრატიონთა საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიაა მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ოჯახს ქართული ღვინის წარმოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილის ხანგრძლივი ისტორია აქვს. სამეფო ოჯახის იძულებითი ემიგრაციის გამო, პრინცი იოანე დაიბადა და გაიზარდა ქალაქ მადრიდში. 2014 წელს იგი თავის მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა. პრინცი იოანე იცავს ქართული მეღვინეობის ტრადიციულ მეთოდებს და ამავდროულად სძენს ახალ სიცოცხლესა და ინოვაციას. მას სჯერა, რომ მისი ხედვა ჰარმონიაში მოდის მეღვინეობა შილდასთან – ღრმად ფესვგადგმული ტრადიციების პატივისცემა, სიახლისკენ მუდმივი სწრაფვა პრინცი იოანესა და მეღვინეობა შილდას თანამშრომლობის საწინდარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს