თამარ ჩუგოშვილი - თუ რაიმე მექანიზმები არსებობს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებული კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა ის უნდა გამოიყენოს

თუ რაიმე მექანიზმები არსებობს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებული კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა ის უნდა გამოიყენოს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა საკმაოდ ხმაურიანი იყო, სადაც მოვისმინეთ საკმაოდ შეურაცხმყოფელი გამოსვლები ოპონენტების მხრიდან.

„იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია მისი კომპეტენციის დადგენის ნაცვლად პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდა, მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან ამდენი კითხვა გაჩნდა, თუ რაიმე მექანიზმი არსებობს იმისა, რომ ეს კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა უნდა გამოიყენოს,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მოუსმინეს. კომიტეტზე ყველაზე მეტი კითხვა მის დიპლომთან დაკავშირებით დაისვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს