ოთარ კახიძე - ბატონ გახარიას ვურჩევ, დაინტერესდეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილმა პრეზიდენტმა, რატომ გაააქტიურა აზერბაიჯანთან საზღვრის თემა

ბატონ გახარიას ვურჩევ, დაინტერესდეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილმა პრეზიდენტმა, რატომ გაააქტიურა აზერბაიჯანთან საზღვრის თემა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თემის გააქტიურება მხოლოდ ოკუპანტ ქვეყანას აძლევს ხელს.

"ეს არის ქართული ოცნების", პირადად ბიძინა ივანიშვილის, ასევე გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ გამხდარა საქართველოს პრეზიდენტი. მათი სახეები იყო ბილბორდებზე და გვირჩევდნენ პრინციპული არჩევანის გაკეთებას," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვეა, ქართველ სასულიერო პირებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ჩიჩხიტურის და უდაბნოს ეკლესიებთან მისვლა შეზღუდული ჰქონდათ. საქართველოს პრემიერის განცხადებით, დავით გარეჯის ეკლესიები ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)