სირიიდან საპასუხო დარტყმის დროს, თურქეთში 12 ადამიანი დაშავდა

12 ადამიანი დაიჭრა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თურქეთის მიმართულებით განხორციელებული საპასუხო თავდასხმის შედეგად. შეტევა რაკეტების და ნაღმმტყორცნების მეშვეობით განხორციელდა. ინფორმაციას თურქულ სააგენტოზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს, რომლის თანახმად სროლა ქურთული მილიციის პოზიციებიდან განხორციელდა.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი საზღვრისპირა რეგიონში „უსაფრთხოების ზოლის“ შექმნაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს