გიორგი მშვენიერაძემ პოლიტიკურ პლურალიზმზე  ზაზა თავაძის  მოხსენება წაიკითხა და  თავაძეს ჰკითხა,  თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული სიტყვები, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა -  თომას ჯეფერსონს?!

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს უსმენენ, პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ ზაზა თავაძის მიერ დაწერილი მოხსენება წაიკითხა და ზაზა თავაძეს ჰკითხა, თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული სიტყვები, რაზეც თავაძემ უპასუხა, რომ ეს სიტყვები თომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ეს სიტყვები ჯეფერსონს კი არა, თავად ზაზა თავაძეს ეკუთვნოდა, ამას დეპუტატებისა და თავად ზაზა თავაძის მხრიდან სიცილი მოჰყვა.

„ტექსტს წაგიკითხავთ - „პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი საციცოხლოდ მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, თითოეული ადამიანი საკუთარი განსხვავებული შეხედულებებითა და ღირებულებებით თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამოირიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებისა თუ ღირებულების დომინირებას საზოგადოებაში სხვათა დუმილის ხარჯზე, თუმცა იმისთვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი, აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც პირველ რიგში, მისი არსებობის საშუალებას იძლევა“. ხომ არ იცით, ვინ არის ამ ტექსტის ავტორი? ხომ არ გეცნობათ?! - მიმართა მშვენიერაძემ ზაზა თავაძეს, რაზეც თავაძემ უპასუხა:„თომას ჯეფერსონი?!“.

„არა, თქვენ ხართ, ბატონო ზაზა, მომხსენებელი, როცა მოსამართლე იყავით ამ საქმის“, - აღნიშნა მშვენიერაძემ, რასაც სხდომათა დარბაზში დეპუტატების და თავად ზაზა თავაძის მხრიდან სიცილი მოჰყვა.

„ვის შევადარე თავი. ძაან მომეწონა. ამერიკის მესამე პრეზინდენტად ყოფნის საშუალება არ მექნება, თუ რა თქმა უნდა, თქვენ არ გადაწყვეტთ დადებითად“,- აღნიშნა თავაძემ, რასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „თუმცა, მთავარია ციტირებენ თქვენს გამონათვამებს. ფაქტი ესაა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა