გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი -  ჩვენ სრულად ვენდობით „ჯივიპის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხის შესახებ

გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის განცხადებით, თბილისში სასმელი წყალი შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, უსაფრთხოა, როგორც მიკრობიოლოგიური და ეპიდემიური თვალსაზრისით, ასევე ქიმიური შემადგენლობით. გარდა ამისა, ჩვენ სრულად ვენდობით „ჯივიპის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხის შესახებ და ამას ადასტურებს სახელმწიფო კონტროლის და მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევები“ ,- განაცხადა ნანა გაბრიაძემ.

კომპანია „ჯივიპის“ ცნობით, სტუდია „მონიტორის“ მიერ რადიო „თავისუფლების“ საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, „ჯივიპიმ“ მოსახლეობას დეტალურად განუმარტა ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი.

„ჯივიპი“ წყალაღების წერტილებიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს ახორციელებს ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. შემდეგ ეტაპზე ზედაპირული წყლებიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება თბილისის მოსახლეობას სასმელი წყალი.

შემოწმებას „ჯივიპის“ სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ“, - აღნიშნულია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა