დონალდ ტრამპი  თურქეთს  ძლიერი დარტყმით ემუქრება

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით აკვირდება თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში და მზად არის „ძლიერად დაარტყას“ თურქეთს, თუკი ის „არ ითამაშებს წესების მიხედვით“. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„თურქეთი დიდი ხანია, გეგმავს ქურთებზე თავდასხმას. ისინი ყოველთვის ბრძოლობდნენ. ჩვენ არ გვყავს ჯარისკაცები სადმე ახლოს შეტაკების რაიონში. ვცდილობ, დავასრულო დაუსრულებელი ომები. ველაპარაკები ორივე მხარეს. ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ გავგზავნოთ ათეულობით ათასი ჯარისკაცი ამ რაიონში და კვლავ ახალი ომი დავიწყოთ. თურქეთი ნატოს წევრია. სხვები ამბობენ: დარჩით, დაე ქურთებმა თავად აწარმოონ თავისი ბრძოლა (თანაც ჩვენი ფინანსური დახმარებით). მე ვამბობ, რომ ძლიერად დავარტყამ თურქეთს ფინანსებით და სანქციებით, თუკი ისინი არ ითამაშებენ წესების დაცვით! მე ყურადღებით ვაკვირდები“,- წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკის ჩამოშლით 7 ოქტომბერსაც დაემუქრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო