საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს კლინიკაში გაიმართება

საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს, 11 ოქტომბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სხდომა 12:30 საათზე ჩაინიშნა. პროცესზე ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესაა გირაო.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

იხილეთ ვიდეო: ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს კლინიკაში გაიმართება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ