თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით  10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

თამარ თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თამარ ლუკავამ განუცხადა.

"პროკურატურამ 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, ხოლო ჩვენ 11 ოქტომბერ გვაქვს პრესკონფერენცია 10:30 საათზე და ჩვენს მოსაზრებას იქ გაიგებთ", - განუცხადა ლუკავამ "ინტერპრესნიუსს".

საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს, 12:30 საათზე, ნიუ ჰოსპიტალსში გაიმართება.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს