სირიაზე განხორციელებულ საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, “სირიის დემოკრატიული ძალების“ მხრიდან თურქეთის ქალაქების დაბომბვას კი 6 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 9 თვის ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ “სირიის დემოკრატიული ძალებსა“ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის გაზაფხულის“ დაწყებიდან დღემდე 228 „ბოევიკის“ განადგურება შეძლეს.

სირიის ადამიანის უფლებების დაცვის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულია “სირიის დემოკრატიული ძალების“ სულ მცირე 23 და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მემაბოხეების 6 მებრძოლი.

გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ სახლებს ათასობით ადამიანი ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „მშვიდობის გაზაფხულის“ მიზანი საზღვრისპირა რეგიონში „უსაფრთხოების ზოლის“ შექმნაა.

იხილეთ ვიდეო: სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციას ათობით ადამიანი შეეწირა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს