გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც ინტერპრესნიუსს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთაში არსაკიძის, გამსახურდიას, მამულაშვილის, ანტიოქიის, კანდელაკის, ქინძმარეულის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 11:00-დან 13:00 საათამდე - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი.

ამასთან, 11 ოქტომბერს 14:05-დან 16:30 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფლებში დიღომი, დიდგორი, ვეძისი, თელოვანი, ხოლო 14:10-დან 18:00 საათამდე - დაბა ზაჰესში.

12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებს - სნო, არშა, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა