იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ.

ვლადიმერ კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ის რიგით მე-10 კანდიდატია, რომელსაც საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატები კითხვებს დაუსვამენ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ვლადიმერ კაკაბაძეს ყველა კითხვას დაუსვამენ, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

„ჩვენ რა თქმა უნდა, კითხვები გვაქვს თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში. ჩვენი ამოცანაა დავსვათ ყველა ის შეკითხვა, რომელიც პარლამენტის წევრებს გვაქვს. ასევე თუკი საზოგადოებაში არსებობს ისეთი შეკითხვა, რომელიც უკავშირდება მათ მიერ განხილულ საქმეს ან ზოგადად მათ პროფესიულ საქმიანობას, ბიოგრაფიას, ყველა ასეთ შეკითხვას გავაჟღერებთ, რომ დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ პასუხები.

ჩვენ მოვუსმენთ ბატონ ვლადიმერ კაკაბაძეს, დავსვამთ ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში ან პარლამენტის წევრებს შორის. გასაუბრება დაიწყება 12 საათზე. თუმცა, ჩვენ დავიწყებთ კომიტეტს 10 საათზე, სადაც ჯერ განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების კითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე პასუხობდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა