დონალდ ტრამპი - სამი არჩევანი გვაქვს, გავგზავნოთ სირიაში სამხედროები, ფინანსურად დავარტყათ თურქეთს, ან გავხდეთ მედიატორები

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მას შეუძლია გახდეს მედიატორი თურქეთსა და ქურთ მებრძოლებს შორის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით ან თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები. მესამე არჩევანი ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიაციაა“, -აცხადებს ტრამპი.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა კარგად იცის მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით და აღიარებს, რომ ამერიკელ ხალხს რეგიონიდან ჯარების გაყვანა არ გაუხარდა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანის ბრძანება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა.

შეგახსენებთ, თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონების ქურთი ძალებისგან გაწმენდასა ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის აღნიშნული რეგიონიდან ჯარები გაიყვანა. ტრამპის ამ ნაბიჯს, ქურთებმა, რომლებიც აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს.

იხილთ ვიდეო: ტრამპის განცხადებით, მას შეუძლია გახდეს მედიატორი თურქეთსა და ქურთ მებრძოლებს შორის

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს