მეტყევის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია - „პროფესია მეტყევე“ ჩატარდა

მეტყევის დღესთან დაკავშირებით მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია - „პროფესია მეტყევე” გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მათი უწყების ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა, მეტყევის პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სატყეო საქმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„მეტყევის დღის აღნიშვნით ჩვენ ხაზს ვუსვამთ მეტყევის პროფესიის მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებულია ახალი გამოწვევებისა და სატყეო რეფორმების პირობებში“ - აღნიშნა მინისტრმა.

კონფერენციას სატყეო საქმის პროფესიული პროგრამების სტუდენტები, კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვთი მენეჯმენტი და პოლიტიკა“, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, კონფერენცია ორ პანელად იყო დაყოფილი. პირველი ნაწილი სატყეო პოლიტიკის წარმოების საკითხებს, არსებული სიტუაციის მიმოხილვას და გამოწვევებს დაეთმო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტყის ახალი კოდექსზე, 2013 წელს მიღებული სატყეო კონცეფციას, განხორციელებულ ქმედებებსა თუ პროგრესს, მეტყევის პროფესიის განვითარებისათვის სექტორში არსებულ გეგმებს. აღნიშნულ პანელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე უძღვებოდნენ.

მეორე ნაწილი არსებულ სატყეო პოლიტიკას და გამოწვევებს, ინვენტარიზაციის პროცესს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ფარგლებში დაგეგმილ და მიმდინარე ცვლილებებს, მუნიციპალური ტყის მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებს და სატყეო საქმის მიმართულებით განათლების ხელშეწყობას დაეთმო. მეორე ნაწილს უძღვებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი.

კონფერენციას აგრარული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სატყეო საქმის დოქტორანტი დიანა ბერაია მოდერატორობდა.

საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

კონფერენცია „პროფესია - მეტყევე” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა