დავით მათიკაშვილი - როგორც ყველა დანარჩენ კანდიდატთან, ვლადიმერ კაკაბაძესთანაც მწვავე და შინაარსიანი კითხვები გვექნება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძესთან მწვავე და შინაარსიანი კითხვები გვექნება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძის მოსმენასთან დაკავშირებით განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოცდილებისა და დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„პროცესს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გამოეხმაურნენ და ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. დღეს კიდევ ერთ კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს მოვუსმენთ. როგორც ყველა დანარჩენ კანდიდატთან, მასთანაც მწვავე და შინაარსიანი კითხვები გვექნება. როგორც სხვა კანდიდატებთან, ასევე ვლადიმერ კაკაბაძესთან მიმართებაშიც მისი პასუხებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვტილებას, დავუჭერთ თუ არა მხარს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება. კაკაბაძე რიგით მე-10 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უნდა მოუსმინონ. ვლადიმერ კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა