სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - სირიის არმია თითოეულ მოქალაქეს დაიცავს

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფაისალ მიკდადი თურქეთის მიერ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებულ სამხედრო ოპერაციას „შეჭრად“ და „სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად“ აფასებს. ინფორმაციას სირიის არაბთა სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

„სირიის არმია, რომელიც ტერორისტებს ებრძვის, ასევე ბრძოლას გამოუცხადებს ყველა დამპყრობელ ძალას, რომელიც არალეგიტიმურად იმყოფება სირიის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მიკდადმა. მისივე თქმით, ისტორია, თურქეთის ლიდერ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ომის დამნაშავედ გამოაცხადებს, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა სირიელი ხალხის წინააღმდეგ.

„მატყუარას და რეალობის გამყალბებელს არ აქვს უფლება განაცხადოს, რომ ის სირიელ ხალხს იცავს და არც იმის უფლება აქვს სხვას გადააბრალოს ის დანაშაულები, რასაც თავად სჩადის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. სირიის გმირი არმია თითოეულ სირიელს დაიცავს“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. ოპერაციის მიზანი, თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა