16 ოქტომბერს, „ვოლვო“ სრულიად ელექტრო ავტომობილს Volvo XC40-ს წარმოადგენს

16 ოქტომბერს „ვოლვო“ წარმოადგენს სრულიად ელექტრო ავტომობილს Volvo XC40-ს, უახლესი საინფორმაციო სისტემით, რომელიც მხარდაჭერილია ანდროიდის და „გუგლის“ ტექნოლოგიური პლატფორმების მიერ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტადან“ აცნობეს, „ვოლვომ“ განახორციელა საინფორმაციო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც გამოყენებული იქნება „ვოლვოს“ უახლეს მოდელ XC40-ში.

„ანდროიდის სისტემის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მომხმარებლის უპრეცენდენტო პერსონალიზაცია, რაშიც ასევე დიდ როლს ასრულებს „გუგლი“, თავისი ტექნოლოგიური სერვისებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, „ვოლვო“ არის პირველი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს „გუგლთან“, ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს ინტეგრირებულ Google Assistant-ს, Google Map-ს და Google Play Store სისტემებს. ახალ სისტემაში წარმოდგენილია სრულად ინტეგრირებული ანდროიდის საავტომობილო სისტემა, რომელიც აერთიანებს „გუგლის“ რუკებს, გუგლ ასისტენტს და სხვა საავტომობილო აპლიკაციებს.

მათივე ცნობით, ელექტრო XC40 ასევე არის, პირველი „ვოლვო“, რომელიც მიიღებს პროგრამების და ოპერაციული სისტემის განახლებას ჰაერის მეშვეობით. სრულიად ელექტრო XC40 მუდმივად განაგრძობს განახლებას და გაუმჯობესებას, მიუხედავად სისტემების იმ პიკური რაოდენობისა, რომელიც ავტომობილს ქარხნიდან მოჰყვება.

„საბოლოოდ ჩვენ შევძელით და გაძლევთ იმ გამოცდილებას ავტომობილში, რომელსაც აქამდე მხოლოდ სმარტფონის საშუალებით იღებდით, თუმცა ეს ახლა ხდება უფრო უსაფრთხოდ, ხოლო საჰაერო განახლებების მეშვეობით თქვენი ვოლვო მუდმივად დარჩება ლიდერი ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართულებით“, - განაცხადა „ვოლვოს“ ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.

„თეგეტას“ ინფორმაციით, ანდროიდის საავტომობილო ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი არის, ის რომ აღნიშნული სისტემა მოიცავს მილიონობით დეველოპერს. ახალ „ვოლვოში“ ხელმისაწვდომია ის ტექნოლოგიები და სერვისები რომლებიც წარმოდგენილია Play Store-ში. „გუგლის“ ასისტენტი მოგცემთ შესაძლებლობას აკონტროლოთ სისტემა თქვენი ხმის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ მოქმედებები, როგორებიც არის ტემპერატურის კონტროლი, ადგილმდებარეობის მონიშვნა, სასურველი მუსიკის ჩართვა და სხვა, ასევე შეძლებთ მესიჯების გაგზავნას.

„მთელი ეს ინტეგრაცია განპირობებულია მძღოლის ყურადღების შენარჩუნებისთვის. „გუგლის“ ასისტენტი გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი სმარტფონი მასთან შეხების გარეშე. „გუგლი“ მოგამარაგებთ უახლესი რუკებით და გამცნობთ ვითარებებს გზებზე რეალურ დროში, რაც მოგცემთ საშუალებას წინასწარ გაიგოთ არსებული შეფერხებების შესახებ და თავი აარიდოთ გადატვირთულ ქუჩებს. ეს ტექნოლოგიები გააუმჯობესებს თქვენი XC40-ის შესაძლებლობებს Advanced Driver Assistance Systems-ის მხრივ, ავტომობილს მიაწვდის ინფორმაციებს გზებზე სიჩქარის ლიმიტების შესახებ ან გზის მრუდების შესახებ, რომელებიც გამოყენებული იქნება მძღოლის გარეშე მართვისთვის.

„ვოლვოს“ ჯგუფი ასევე განაგრძობს დამაკავშირებელი სერვისების განვითარებას ტექნოლოგიური სერვისის Volvo On Call-ის მეშვეობით. მაგალითისთვის, ახალი სისტემა სრულად იქნება ინტეგრირებული Volvo On Call-თან, რაც მოგცემთ ელემენტის დონის და დატენვის სტატუსის ნახვის საშუალებას. Volvo On Call-ი გამოიყენება ისეთი მოქმედებების შესასრულებლად თქვენი სმარტფონის მეშვეობით, როგორებიც არის ზამთარში ავტომობილის წინასწარი გათბობა, პარკინგზე ავტომობილის პოვნა, ავტომობილის გაღება /დაკეტვა ან გასაღების გაზიარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო