ექიმის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს კლინიკიდან სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში გაწერენ

საკრებულოს ბრალდებულ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ექიმებმა კლინიკის დატოვების რეკომენდაცია არ მისცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კორძახიამ განუცხადა.

როგორც კორძახია განმარტავს, ილია ჯიშკარიანი მათ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განმარტებით, საკრებულოს დეპუტატს გულის იშემიური დაავადება აქვს.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა, ჩვენ ახალი მედიკამენტის დამატება დაგვჭირდა და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას. კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე დოკუმენტაცია სრულიად არის ნაწარმოები. მისი სრული დიაგნოზი კორონალური სინდრომის გამწვავება არის. მისი გაწერა ორ-სამ დღეშია რეალური. თუმცა, თუ ახალი რეალია შეიქმნება, ჩვენი მიდგომა შეიცვლება. ჩვენი რეკომენდაციაა, პაციენტი ჰოსპიტალიზაციის პირობებში იყოს. ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, მან კლინიკა დატოვოს. ალბათ, სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტს, რომ პროცესი ჩვენთან ჩატარდეს", - განაცხადა კორძახიამ.

მისივე განმარტებით, კლინიკამ ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ამის ნება თავად პაციენტმა დართო.

"მას შემდეგ, რაც პაციენტმა უფლება მოგვცა, ინფორმაცია გაგვესაჯაროვებინა, ჩვენ საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. მკურნალობაში ნიტროგლიცერინი და ნიტრატები დაემატა. ეს არის ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც გულის იშემიური დაავადების დროს ინიშნება", - განაცხადა კორძახიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

იხილეთ ვიდეო: ექიმის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს კლინიკიდან სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში გაწერენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა