ირანული მედიის ცნობით, ნავთობის ტანკერზე თავდასხმა საუდის არაბეთიდან განხორციელდა

ირანულ ტანკერზე სარეკეტო თავდასხმა წითელ ზღვაში, საუდის არაბეთის პორტიდან განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია სახელმწიფო სანავთობო კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტანკერის მძიმე დაზიანების შედეგად, ნედლი ნავთობი ჯეჰადის პორტიდან 60 მილის მანძილზე ჩაიღვარა. ანალიტიკოსები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას პროგნოზირებენ.

ირანი, ტანკერზე თავდასხმას საუდის არაბეთიდან განხოციელებულ „ტერორისტულ დარტყმად“ აფასებს.

შეგახსენებთ,14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ნავთობის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტში საუდის არაბეთმა თეირანი დაადანაშაულა. ბრალდებებს ირანი კატეგორიულად უარყოფს. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენში არსებულმა ირანის მოკავშირე ჰაუტის მოძრაობამ აიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა