პარლამენტი 29 ნოემბერს ინტერპელაციის წესით დავით ზალკალიანს მოუსმენს

პარლამენტი ინტერპელაციის წესით 29 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მოუსმენს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოდგილის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი კითხვა არის გაგზავნილი, რომელის ავტორიც „პატრიოტთა ალიანსია”.

„29 ნოემბერს გაიმართება ინტერპელაცია, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული თარიღია. ამ ეტაპზე ერთი მოთხოვნა არის გაგზავნილი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ, რომელიც დავით გარეჯის თემას ეხება და მოწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

პარლამენტი შემდგომ პლენარულ სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრს „მინისტრის საათის” ფარგლებშიც მოუსმენს. შესაბამისად, ყველა თემა, რომელიც საგარეო მიმართულებით არის საინტერესო, განხილვების დროს დღის წესრიგში დაისმება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო