არჩილ თალაკვაძე პიარის სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურებაზე - როცა საუბარია საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, კიდევ მეტად გაუმჯობესება სჭირდება მთავრობას, პარლამენტს

აღსანიშნავია, რომ თქვენც ბოლოს და ბოლოს პოზიტიურ ამბებს გვატყობინებთ პარლამენტის შესახებ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს და პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ პარლამენტი პიარის მიმართულებით დახარჯული თანხების სიდიდით ინსტუტუციებს შორის, რიგით მეორე ადგილზეა.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ არჩევანი კარგად ინფორმირებულმა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ.

"როცა საუბარია საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, აქ კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება სჭირდება მთავრობას, პარლამენტს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო და მოქალაქეებთან კონტაქტი, ინფორმაციის მიწოდება სჭირდება როგორც განვითარების დღევნდელ პროცესს, ასევე მომავალში არჩევით დემოკრატიას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პიარის მიმართულებით დახარჯულ თანხებზე კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ" გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს 194 საჯარო უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 2 მილიონ ლარით გაიზარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს