არჩილ თალაკვაძე - მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატზე ინდივუდუალური კენჭისყრა მოხდება და საზოგადოებას საშუალება ექნება გადაამოწმოს ვინ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალური კენჭისყრა იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კენჭისყრისას გაითვალისწინებენ იმასაც, რომ საჭიროა უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობით მაინც დაკომპლექტდეს.

„როგორც დავპირდით საზოგადოებას და კანონმდებლობაც ამას ასე განსაზღვრავს, რომ თითოეულ კანდიდატზე იქნება ინდივუდუალური კენჭისყრა. საზოგადოებას ექნება საშუალება გადაამოწმოს თუ ვინ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი. როგორც ხედავთ, ჩვენი მხრიდან მწვავე კითხვებია. მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატებს, ვის მიმართაც საკმარისი ნდობა გვექნება. მეორე ფაქტორი, რითაც ვიხელმძღვანელებთ, მოსამართლეების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და მანდატი ეწურებათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან უზენაეს სასამართლოში. ათასობით ღია საქმეა, რომელზეც მოქალაქეები ელოდებიან გადაწყვეტილებას, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება მინიმალური რაოდენობით მაინც დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო, ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა