თამარ ჩუგოშვილი - კოალიციის შექმნა არჩევნების შედეგებთან არის დაკავშირებული და წინასწარ აღნიშნულზე ვარაუდების გამოთქმა შეუძლებელია

კოალიციის შექმნა არჩევნების შედეგებთან არის დაკავშირებული, რამდენად შეძლებს რომელიმე პარტია თვითონ აიღოს უმრავლესობა. თუ ვერ შეძლებს, შემდეგ უკვე შეიძლება ვისაუბროთ კოალიციების შექმნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა მედიას განუცხადა, რითაც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის შექმნის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ერთი წელი ქართულ პოლიტიკაში საკამოდ ბევრი დროა და როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თქმა რთულია.

„კოალიციის შექმნა არჩევნების შედეგებთან არის დაკავშირებული. წინასწარ აღნიშნულზე ვარაუდების გამოთქმა შეუძლებელია. ეს კავშირშია იმასთან, თუ როგორ გადანაწილდება ხმების პროცენტულობა და რამდენად შეძლებს რომელიმე პარტია თვითონ აიღოს უმრავლესობა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებს, შემდეგ უკვე შეიძლება ვისაუბროთ კოალიციების შექმნაზე.

რომელი პარტიები მიიღებენ არჩევებში მონაწილეობას და ვინ რა პროცენტს აიღებს, ახლა ამის ვარაუდი ძალიან რთულია“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა