ადვოკატი - სახალხო დამცველს ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდა და მე ავუხსენი, რომ მას საშუალება არ აქვს, მკურნალობა ჩაიტაროს

სახალხო დამცველს ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებდა და მე ავუხსენი, რომ ის გაჭირვებულია და საშუალება არ აქვს მკურნალობა ჩაიტაროს, - ამის შესახებ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული ლევან ჯიქურის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა სახალხო დამცველისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების ახლობლებისა და ადვოკატების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო მას სათანადო მკურნალობას გაუწევს.

„სახალხო დამცველის აპარატი გუშინ დამიკავშირდა. მზადყოფნას გამოთქვამენ, თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომ აღმოიფხვრას. აინტერესებდათ ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე მივაწოდე ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს. ვთხოვე სახალხო დამცველს, გაუწიოს დახმარება. მას ამ ეტაპზე სოციალური სტატუსი მოხსნილი აქვს. აინტერესებდა რატომ მოუხსნეს და მოვახსენე ამის შესახებ. მე ავუხსენი მას, რომ ჯიქური არის გაჭირვებული და არ აქვს საშუალება ჩაიტაროს მკურნალობა. სახალხო დამცველმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებს აღნიშნულს და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება თანადგომა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. მე ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მას გაუწევს სათანადო მკურნალობას", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, ლევან ჯიქური ვერ გადაადგილდება დახმარების გარეშე და შიმშილობის გამო, ჯანმრთელობა შერყეული აქვს.

სახალხო დამცველისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებისა და ადვოკატების შეხვედრა გრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს