მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილის კომენტარებს თუ ნახავთ, მას ორგანულად ეშინია ე.წ. მესამე ძალის გამოჩენის

ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი არის პროკურორი, მისი პირადი კბილის ექიმი არის ჯანმრთელობის მინისტრი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ლობირებს თუ არა ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.

„ივანიშვილის პირადი ადვოკატი არის პროკურორი, ხვალ იქნება თავმჯდომარე, ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს ასე მოხდეს. მისი პირადი კბილის ექიმი არის ჯანმრთელობის მინისტრი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ჯანმრთელობაზე. მე უბრალოდ, კითხვა უნდა დავსვა, თვითონ ამ ადამიანს უნდა დავუსვა კითხვა - რა თანხა უმართია საერთოდ, ოჯახის რა ბიუჯეტი უმართია, როცა ლაპარაკია 4-მილიარდიანი ბიუჯეტის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობის აღებაზე? ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რომ ამ ადამიანებს, ამ მინისტრებს უმართავთ თუნდაც 1000-ლარიანი ან 100 000-ლარიანი კომპანია? როცა 4-მილიარდიან ბიუჯეტზე იღებ პასუხისმგებლობას და არანარი გამოცდილება არ გაქვს ამასთან მიმართებაში, ეს არის ქვეყნის ტრაგედია", - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს" დამფუძნებელმა ასევე უპასუხა კითხვას იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების" სავარაუდო სატელიტი პარტიები ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის მიერ და ასევე იგეგმება სხვა პარტიების შექმნაც.

ბიძინა ივანიშვილის კომენტარებს თუ ნახავთ, მას ორგანულად ეშინია ე.წ. მესამე ძალის გამოჩენის და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, რომ მისთვის ეს შეუძლებელი ამოცანაა, რადგან ქვეყანა მან მიიყვანა ძალიან კრიტიკულ უარყოფით ნიშნულამდე. შესაბამისად, რამდენი სატელიტური პარტიაც არ უნდა შექმნან, საზოგადოება ბრმა არ არის, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და უნდა მოემზადონ დამარცხებისთვის, პოლიტიკურად ღირსეულად წასვლისთვის", - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს