ადვოკატის განმარტებით, ილია ჯიშკარიანს 4-ჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შიშის გამო, პროცესი კლინიკაში ტარდება

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველი მარიამ კუბლაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ ტარდება ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა საავადმყოფოში. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯიშკარიანს კვლავ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იმ ემოციური ფონის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა სასამართლოში ყოფილიყო, არსებობდა საშიშროება, რომ ჯიშკარიანი ცუდად გამხდარიყო. კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სხდომის კლინიკაში გამართვის გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.

„მივმართავ დაზარალებულ მხარეს, დაცვის მხარეს იყვნენ კორექტულები და საკუთარი პოზიციები ყოველთვის არგუმენტირებულად დაასაბუთონ მტკიცებულებებით. ფორმა 100 წარმოდგენილია, ასევე სასამართლოს მიერ გამოთხოვილია და დავალებულია ბრალდების მხარისთვის სხვა დანართი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს ისტორიას პაციენტის მდგომარეობის შესახებ, რის შემდგომაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი ადგილზე ჩატარდეს. ილია ჯიშკარიანი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მან ვერ იაროს. ის დგება და საუბრობს, მაგრამ საუბარია ემოციურ მდგომარეობაზე და გულის პრობლემებზე, ოთხჯერ გადატანილ ინფარქტზე. ემოციური ფონიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შიშზე. ეს უმჯობესი იყო, იმისთვის რომ თავი დაგვეზღვია, მოსალოდნელი სხვადასხვა ექსცესებისგან და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებისგან, მითუმეტეს, ახლა სტაბილურადაა და უკეთესობისკენ მივდივართ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ამასთან, საკრებულოს დეპუტატის ადვოკატი მოწმეზე შესაძლო ზეგავლენასთან დაკავშირებულ ბრალდებებსაც პასუხობს და მას სიცრუეს უწოდებს.

„დაზარალებული მხარე ცრუობს, ვინაიდან მოწმე მამუკა ფეიქრიშვილი არის დაზარალებულის მეზობელი, მისი ახლობელი“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ამ წუთებში, "ნიუ ჰოსპიტალსში" ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ჯიშკარიანი საავადმყოფოში გულის იშემიური დაავადების დიაგნოზითაა მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა