ვახტანგ გომელაური საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა უკრაინასთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორმხრივ და რეგიონულ ფორმატში მხარეთა შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა უკრაინელი კოლეგის მიერ თანამდებობაზე დანიშვნის ოფიციალური მოლოცვისთვის და უახლოეს მომავალში ვიზიტის დაგეგმვისთვის მზაობა გამოთქვა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა