France 24 - საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან, ქუთაისის აეროპორტში პარიზის მიმართულებით ყველა რეისი დაჯავშნილია

„France24”-ის ცნობით, გასულ წერს საფრანგეთს 7 000-მა ქართველმა თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაც სირიელ და ერაყელ თავშესაფრის მაძიებლებს აღემატება. გამოცემა, მოთხოვნის ზრდას, თავშესაფრის მაძიებელთათვის უფასო მკურნალობას უკავშირებს.

„ქუთაისის აეროპორტში ყველა ფრენა პარიზის მიმართულებით, ბოლომდე დაჯავშნილია. ბევრი ტურისტია, მაგრამ არა ყველა. ამის დადგენას ფრანგი ემიგრაციის ოფიცრები ცდილობენ“, - აცხადებს ჟურნალისტი.

ადგილობრივი ზაზა რუსტაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მკურნალობისთვის 5 000 ევრო სჭირდებოდა, რისი გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა. ამიტომ, მისი თქმით, მან საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, განაცხადა რა, რომ მის სოცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემურებოდა. „ჩვენც რომ ასეთივე ჯანდაცვის სისტემა გვქონდეს და ხალხს ასე არ უჭირდეს, საფრანგეთს არ მივმართავდით“, -აცხადებს რუსტაშვილი.

შეგახსენებთ, საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებლის გამო, საქართველოს აეროპორტებში საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც მუშაობენ, ხოლო საფრანგეთის აეროპორტებში საქართველოს საემიგრაციო სამსახურია წარმოდგენილი.

იხილეთ ვიდეო: France 24 - საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო