ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე - ჯამური დაფინანსების მოცულობა მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლება

ჯამური დაფინანსების მოცულობა მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტისგან შენიშვნების მიღების შემდეგ კომიტეტებთან კონსულტაციები ექნებათ და ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი.

„არ იქნება დიდი ზრდა ბიუჯეტის ჯამურ პარამეტრებში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ როცა პარლამენტისგან მივიღებთ წინადადებებს და შენიშვნებს, გვექნება კონსულტაციები შესაბამის კომიტეტებთან. გავივლით, სად რა მიზანშეწონილობა არსებობს, რომ გადანაწილდეს თანხები და იმის მიხედვით იქნება ფორმულირებული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი და იქნება წარმოდგენილი. გადაწყვეტილებები, რომ სადმე ემატება თანხა ან არ ემატება, ჯერ არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო