ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო ასრულებს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და მნიშვნელოვანი რგოლია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმმა, წინა ფორუმებთან შედარებით, მეტი მასშტაბურობა შეიძინა და წელს არის სიახლეც - ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის ევროპის საინვეტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და გაეროს ოფისი ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს განახორციელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 2019 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებთან სასტუმრო „ბილტმორში“ ისაუბრა, სადაც დღეს ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველო ასრულებს რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ჰაბის ფუნქციას და მნიშვნელოვანი რგოლია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. მისი თქმით, საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ასევე ხელს უწყობს დამატებითი პოტენციური ინვესტორების მოზიდვას.

„წელს გვეყოლება ბევრი ისეთი პოტენციური ინვესტორი, რომლებიც პირველად სტუმრობენ საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში ის საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან და უკვე საქმიანობენ საქართველოში, მათ გააცნობენ ჩვენს ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას, რაც იქნება კარგი მოტივაცია ცნობიერების ამაღლებისა და მომავალში დამატებითი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა