მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვაზე თბილისის მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვაზე თბილისის მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროს მიმართ მოთხოვნა გაზრდილია.

"მეტროში პიკის საათებში ყოველთვის იყო პრობლემა. ჩვენ, როდესაც ახალი შემადგენლობები დავამატეთ, ის შემადგენლობები, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მგზავრებს მომსახურებოდა, დავტოვეთ, მაგრამ გვაქვს ბევრი ვაგონი, რომლის გაშვება ხაზზე არ შეიძლება, რესურსი ამოწურული აქვს. პრობლემა იყო, რომ ადამიანებს ლოდინი უწევდათ 4-4,30 წუთი. მას შემდეგ, რაც ახალი შემადგენლობები დაემატა, ჩამოსულია 3-2,30 წუთზე, თუ რაიმე შეფერხება არ აქვს. თუ პრობლემაა, ასეთ დროს ლოდინი უწევთ. ზოგადად, მეტროს მიმართ მოთხოვნა გაზრდილია. სტატისტიკას თუ ვნახავთ, ყოველწლიურად მგზავრების რაოდენობა იზრდება. როდესაც რეფორმა დამთავრდება, დარწმუნებული ვარ, ყველა იქნება ბედნიერი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც მოემსახურება ქალაქს. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ახალ შესყიდვებს დაახლოებით 40 შემადგენლობაზე",- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა