გიგა ბოკერია ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ - ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის

ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

ბოკერიას თქმით, მას აზრი ბათიაშვილზე არ შეუცვლია და ამბობს, რომ „ბათიაშვილის საქციელი იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ”, თუმცა მართლმსაჯულება გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს კანონის შესაბამისად უნდა მოექცეს.

„დიახ, დადგინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და პროცესში მიუკერძოებლობის იმ ფირის გამო, რომელიც გაუშვა მაშინ სახელმწიფომ ეთერში. დიახ, სახელმწიფომ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, რაც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, სხვა საკითხებში ბატონმა ბათიაშვილმა ვერ მოიგო საქმე, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად ნებისმიერ ეტაპზე. არ უნდა დაამონტაჟო ფირი, როცა ეს ფირი შეიცავს მტკიცებულებებს, სრულფასოვნად უნდა მიაწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში აჩვენებს ეს ხელისუფლების ჩარევას პროცესში. გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის ეს.

ჩემი აზრი ბატონი ბათიაშვილის საქციელზე საერთოდ არ შემიცვლია, იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც შემდგომში გაირკვა ჩვენს ჩრდილოელ მტერთან კოორდინაციაში, იმიტომ, რომ ბატონი კვიციანი ყველას გვახსოვს სად წავიდა - რუსეთში. იქ შეიფარეს. ბატონი ბათიაშვილი ამ პროცესში მას კოორდინაციას უწევდა და რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და სახელმწიფოს დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. ეს ფაქტები უდავოა, მაგრამ მართმსაჯულება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს", -აცხადებს ბოკერია.

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს