ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობა ჯიუტად აცხადებს, რომ მან უკეთ იცის რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს, ეს არის ყველაზე მცდარი ეკონომიკური პოლიტიკა

მთავრობა ყოველი წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გვიმტკიცებს, რომ გარდატეხა უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ვხედავთ, რომ 2019 წელს, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გათვალისწინებული გრანტები ვერც დახარჯა მთავრობამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საუკეთესო გამოსავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების შემცირება იქნება.

„სწორედ ეს არის ჩვენი “ევროპული საქართველოს” მარტივი კითხვა, რომ ამ ფულის გადასახადების სახით ამოღება და მერე გაურკვეველია სად როგორ რანაირად იხარჯება ან ვერ იხარჯება, ამიტომ სჯობს, რომ გადასახადებმა დაიწიოს, რითაც ყველაზე დიდ შეღავათს მცირე და საშუალო ბიზნესი მიიღებს და ეს ყველაზე საუკეთესო გზა არის ეკონომიკური ზრდისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ფასების დასტაბილურებისთვის. მთავრობა ჯიუტად გვიცხადებს, რომ მან უკეთ იცის თითქოს რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს, ვიდრე თავად იმ ადამიანებმა, ვინც ამ სფეროში არიან დასაქმებულები, ეს არის ყველაზე მცდარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყანაში სიღარიბის ზრდასთან და ჩვენი გაჭირვების ზრდასთან მივყავართ,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გადასახადების დაწევის საკითხზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც ისაუბრა. თუმცა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში გადასახადები ისედაც დაბალია და შესაბამისად, მისი შემცირება მცირე და საშუალო ბიზნესზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

შეგახსენებთ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო