ვახტანგ გომელაურმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმისთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა და ელჩმა ასევე განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერისა და სამართალდაცვითი მიმართულებით გამოცდილების ორმხრივი გაზიარების შესაძლებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო