კახა კალაძე - ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება, რომ კოალიციის გარეშე მოვიგოთ არჩევნები

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის ამოცანა კოალიციის გარეშე არჩევნების მოგება იქნება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი საარჩევნო სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ 2020 წელს პარლამენტში ბევრი პარტია შევიდეს.

„მგონია, რომ ყველა პარტია 2020 წლისთვის დამოუკიდებლად გამოვა. იცით, რომ ახალი საარჩევნო სისტემა შემოდის. ზოგადად, 2020 წლის პარლამენტის არჩევნები იქნება საინტერესო. თქვენ იცით, რომ ცვლილებები, რომელიც დავაანონსეთ, ბევრ პარტიას მისცემს შესაძლებლობას, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში შევიდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად გამოვალთ და მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება, რომ კოალიციის გარეშე შევძლოთ ქვეყნის მართვა, ისე მოვიგოთ არჩევნები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. დაველოდოთ და ვნახოთ“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა