ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა და სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში ყოველთვის ქვეყნის ინტერესს იცავს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სადაც არ არსებობს საფუძველი, როგორ შეიძლება დაიცვა პოზიციები, მაშინ, როდესაც ირაკლი ბათიაშვილის მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი, სადაც სტრასბურგმა კიდევ ერთხელ სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა, შეაფასა, რომ მისი რეჟიმის დროს იყო განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარეს წარმოვადგენდით, ვიცავდით ქვეყნის ინტერესებს და პოზიციას. სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვემორჩილებით, აღვასრულებთ და სახელმწიფოს რაც დაეკისრა ვუზრუნველყოფთ”,-განაცხადა ოხანაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. შესაბამის ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)