მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი ამოცანაა ყველა უნივერსიტეტში, ყველა პროფესორს, გავაგებინოთ რა შესაძლებლობები არსებობს ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით

აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურ დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, აგრძელებს აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და მათ პირადად აცნობს იმ რეალურ პერსპექტივებს, რაც ქართულ სამეცნიერო წრეებს ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით გაუჩნდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მისი ამოცანაა ყველა პროფესორს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით არსებობს და როგორ გახდნენ ბენეფიტები.

„ჩვენი ამოცანაა ყველა უნივერსიტეტში, ყველა პროფესორს, გავაგებინოთ რა შესაძლებლობები არსებობს ევროპულ სივრცეში სამეცნიერო კუთხით და დავეხმაროთ ამ შესაძლებლობების გამოყენებაში. ეს პროცესი გაგრძელდება, არ იქნება ერთჯერადი და ყველას მივაწვდით ინფორმაციას, როგორ მიიღოს ის ბენეფიტი, რასაც წევრობა გულისხმობს“, - აცხადებს მინისტრი.

„შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეცნიერები აქტიურად გამოიყენებენ იმ შესაძლებლობებს რაც მათ საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანებით გაუჩნდათ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თელავის უნივერსიტეტის მკვლევარებთან, უნდა ითქვას, რომ საგრანტო პროექტებში ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია, აქვთ ბევრი წარმატებული პროექტი, როგორც რეალიზებული ასევე მოქმედი. ჩვენ გავაცანით მკვლევარებს EURAXESS-ში გაწევრიანების პროცედურები და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი აქტიურად გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას,“- განაცხადა ზვიად გაბისონიამ შეხვედრისას.

EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანებას დადებითად აფასებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შაოშვილი.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ უშუალოდ პირველმა პირებმა გააცნეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანესი სიახლეები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის სიკეთე რაც მივიღეთ ქართველმა მკვლევარებმა არის სერიოზული მონაპოვარი და გულისხმობს პირდაპირ წვდომას სამეცნიერო ბაზებსა და კვლევით პროექტებზე. ვფიქრობ, ამას რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განცხადა ირმა შაოშვილმა.

როგორც „ინტერპრენიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის” ამჯერად რეგიონის, კერძოდ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა